| ნავიგაცია |
 |
 |
|
|
|
| |
|
| გამოკითხვა |
 |
 |
|
|
|
| |
|
| კალენდარი |
 |
 |
| « September 2010 » | | | | | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | 30 | |
|
|
|
| |
|
|
| |
|
|
| |
|
|
სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია
- მოძრაობა ,,ახალგაზრდული ალტერნატივა"
მისამართი: ბარნოვის ქ.42გ 0108, თბილისი
Youth Association for social Sciences Movement 'youth Alternative"
Address: 42g Barnov st. 0108 Tbilisi, Georgia
E-mail: info@alt.ge
Tel:/Fax+ 995 32 25 19 76
| |
|
|
|
სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია (მოძრაობა ,,ახალგაზრდული ალტერნატივა”), საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს “პროფკავშირების როლი ახალგაზრდებისთვის შრომითი გარემოს გაუმჯობესებაში”. პროექტის ხანგრძლივობა: 2010 წლის 1 მაისი – 31 ოქტომბერი ფოკუს ჯგუფი: სოციალურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და სხვა დაინტერესებული პირები/ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: 1. 6 მრგვალი მაგიდის ჩატარება. თემების ჩამონათვალი, თარიღი და ადგილი, იხილეთ დაწვრილებით-ში ყოველი მრგვალი მაგიდის ჩატარების შემდეგ, მომზადდება ელექტრონული ბიულეტენი, რომელიც გავრცელდება სოციალურ ქსელებში, პროექტის მონაწილეებსა და სხვადასხვა ორგანზიაციებს შორის. ასევე დაიდება ახალგაზრდული ალტერნატივისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ვებ გვერდებზე. 2. საზაფხულო ბანაკი წაღვერში - 2010 წლის 25 -29 აგვისტოს, პროექტში მონაწილე 25 აქტიური ახალგაზრდა დაესწრება 4 დღიან ბანაკს წაღვერში. ისინი სიღრმისეულად გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროფკავშირების მუშაობის სპეციფიკა, მშრომელთა უფლებების დაცვა სასამართლოში და ა.შ. ტრენინგის ერთი დღე დაეთმობა ესეების კონკურსთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას. 3. ესეების კონკურსი სტუდენტებსთვის – სექტემბრის თვეში, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის. 3 საუკეთესო ნაშრომის პრეზენტაცია მოხდება პროექტის დასკვნით კონფერენციაზე და დაიბეჭდება პროექტის შემაჯამებელ ბროშურაში. გამარჯვებულები ასევე სტაჟირებას გაივლიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში. შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. 4. შემაჯამებელი კონფერენცია – ჩატარდება ოქტომბერში, რომელზეც ახალგაზრდული ალტერნატივის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოებას წარუდგენენ განხორციელებული აქტივობების შედეგებს. პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით |
|
|
|
|
საზოგადოებრივი მოძრაობა სოლიდარობა ევროპული ფორუმის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ვორკშოპი დემოკრატიაზე”. პროექტის მიზანია, მოძრაობის შესაძლებლობების განვითარება, ასევე ორგანიზაციის წევრების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფოკუს ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლის შედეგადაც შეირჩევა განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდები. პროექტის მეორე ეტაპზე შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგს, რაც მათ მისცემს თეორიულ ცოდნას სხვადასხვა კამპანიებში მონაწილეობის, დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. ახალგაზრდები განახორციელებენ სხვადასხვა კამპანიებს საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე. |
|
|
|
|
Youth immigrants and IDPs. Inclusion activities as a tool for conflict preventionFrom: 19/06/2009 to: 24/06/2009 After the Russian-Georgian war the formation of new groups of IDPs created new problems in social life of Georgia. A problem of migration and IDP’s is actual for several COE countries. Among IDPs the most vulnerable groups are children and youth. Their full social integration would be an important step on the way to decrease the risk of new conflicts. The same risk exists in other post-conflict regions in the remaining countries of Southern Caucasus, and Moldova. In order to decrease this risk, sharing the experience of inclusion activities is needed. It can be provided by NGOs from countries with significant migrant groups as Austria, Germany. Better social cohesion and inclusion of young people – one of the priorities of COE in youth sector – may be achieved this way. The meeting aims to bring together youth leader and workers from different countries and experiences. The main activity of the project is a 4-days long seminar taking place in Tbilisi, Georgia, in June 2009. Main themes of the meeting are: Migrants in post-conflict situation; Migration policy in Europe; Youth IDPs’ and migrants inclusion mechanisms. Objectives of the meeting are: To identify main problems of the migrant and IDP Youth and find ways of their resolution; Promote cooperation among European youth and work out common vision on migrant/IDP policy; Share an experience of successful and unsuccessful inclusion activities; Work out youth inclusion mechanisms of migrant/IDP youth; Develop understanding and cooperation among different nations; Methodology: The training provides a transparent learning process on migration and IDP issues. We create environment for personal and professional development of the participants. Considering recommendations given in Compass and T-Kit, the trainers use methods of non-formal education during the meeting: Icebreakers; workshops; Teambuilding activities; Working in the small and larger groups; Intercultural learning, intercultural evening. Each partner will take active part as in the mid-term preparation as in the implementation of execution of this project. During the 4-day meeting, participants will work on preparing a joint project on IDP problems. • Presentations about organizations • Share experience in the field of migration, IDPs and peace building during meeting participants will: • Working in small groups • Workshops • Lecture of guest speaker The youth meeting is held on June 20-23. The event takes place in Tbilisi. Representatives of youth organizations from Armenia, Austria, Azerbaijan, Georgia, Germany, Moldova, Russian Federation and Serbia are welcome to apply. Deadline: 24 May 2009 Please see application form in attachment. |
|
|
|
|
2009 წლის 26 მარტიდან პირველ აპრილამდე ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული სემინარი ევროპელი ახალგაზრდები რასიზმის და ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის და ისლამოფობიის წინააღმდეგ. ღონისძიება ჩატარდა ევროპის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით. სემინარს ესწრებოდნენ სხვადსხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, უკრაინა, ესპანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინია, რუსეთი, დანია, ლატვია, თურქეთი, აზერბაიჯანი, ასევე ,,ახალგაზრდული ალტერნატივის" წარმომადგენელი საქართველოდან. მოწვეულნი იყვნენ ტრენერები, როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე ლატვიიდან და უნგრეთიდან. დროის იმ მონაკვეთში, რომელიც განკუთვნილი იყო სემინარისათვის, მონაწილეებს რათა მიეღოთ მეტი ინფორმაცია განსახილველი საკითხების შესახებ, გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა ექსპერტთან, აგრეთვე ბაქოს უნივერსიტეტის ლექტორებთან. მონაწილეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობა, ასევე მათი შეხედულებები სემინარის განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. მონაწილეები განიხილავდნენ სემინარის ძირითად თემასთან მიმართებაში მათ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას. |
|
|
|
|
სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობამ, ალფრედ მოზერის ფონდთან თანამშრომლობით, განახორციელა ახალგაზრდების ტრენინგი ბაზალეთის ტბის კურორტზე 2009 წლის 20-22 მარტს, რომლის მიზანიც იყო მონაწილეთა უნარ-ჩვევეის გაუმჯობესება სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. ტრენინგში ძირითადად მონაწილეობდნენ მოძრაობის წევრები, მათთან ერთად - პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. |
|
|
|
|
 2009 წლიდან ,,ახალგაზრდული ალტერნატივა” უმაღლეს სასწავლებლებში იწყებს პროექტს ,,სოციალური უფლებები სტუდენტებისათვის”. პროექტის მიზანია სტუდენტებს შორის ცნობიერების ამაღლება სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით. პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს ოთხი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მარტში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების შედეგად გამოვლინდა 4 აქტუალური თემა, რომელთა შესახებაც მაისში ჩატარდება მრგვალი მაგიდები. ეს თემებია: • არაფორმალური განათლების ხელმიუწვდომლობა. • შრომის პირობები (კანონმდებლობა) – მინიმალური ანაზღაურება, დაუცველი დასაქმებული და ა.შ. • ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა: არაეფექტური დაზღვევის სისტემა. • სპეციალიზაციის პრობლემა განათლებაში - დასაქმება და მცირე ბიზნესი. სოციოლოგიური კვლევის ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში |
|
|
|
|
,,ახალგაზრდული ალტერნატივა" პოლონეთის რობერტ შუმანის ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ევროპის მოხალისეთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს ევროკომისია |
|
|
|
|
არასამთავრობოორგანიზაცია ,,ქართლოსი” ,,ახალგაზრდულ ალტერნატივასთან” თანამშრომლობით ანხორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდული პარლამენტი ცხინვალის კონფლიქტის ზონაში” პროექტს მხარს უჭერს ფონდი ,,ღია საზოგადოება –საქართველო” |
|
|
|
|
,,ახალგაზრდული ალტერნატივის” წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტ “CauCasbus”-ის ფარგლებში გამართულ სემინარში თემაზე: |
|
|
|
|
 არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ,,კოალიცია დემოკრატიისათვის” 2008 წლის 2 მაისს თბილისში, სასტუმრო ,,შერატომნ მეტეხი პალასში” გამართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა მესამე ეროვნული კონგრესი. ,,ახალგაზრდული ალტერნატივა” აქტიურად იყო ჩართული კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფის მუშაობაში. კონგრესი ჩატარდა შვეიცარიისა და ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. |
|
|
¥𭳲?砤 [1] 2 3 [next-link]ѫ夳?𠭨?next-link]
|
|
| |
|