ნავიგაცია  
 
   
გამოკითხვა  



 
   
კალენდარი  
«    September 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
   
სტატისტიკა  
პარტნიორები  
 
   
     
 
Welcome!
სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია - მოძრაობა ,,ახალგაზრდული ალტერნატივა" მისამართი: ბარნოვის ქ.42გ 0108, თბილისი Youth Association for social Sciences Movement 'youth Alternative" Address: 42g Barnov st. 0108 Tbilisi, Georgia E-mail: info@alt.ge Tel:/Fax+ 995 32 25 19 76
 
3 March 2010 სოლიდარობის მიერ გამართული სემინარი ბაკურიანში 26-28 თებერვალი კატეგორია: პრესცენტრი
სოლიდარობის მიერ გამართული სემინარი ბაკურიანში 26-28 თებერვალი


During 26-28 February with the support of the AMS trainings were organized by CM Solidarity for the political party Our Georgia – Free Democrats. Topics included planning pre-election campaign, SWOT analyses, message development and communication etc. Bas Batelaan and Guss Staats, trainers from Netherlands, shared their experience to participants. On Sunday, Luis Navarro, head of the NDI Georgia mission, joined the event and spoke about election practices in United States and the democratic development of Georgia.
27 December 2009 ახალგაზრდული კონფერენცია კატეგორია: პრესცენტრი
ახალგაზრდული კონფერენცია


2009 წლის 26 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობამ, ჩვენი საქართველო–თავისუფალ დემოკრატებთან ერთობლივად ჩაატარა ახალგაზრდული კონფერენცია, რომელშიც 300-ზე მეტი ადამიანიმონაწილეობდა . სტუდენტებმა და ახალგაზრდა აქტივისტებმა წარმოადგინეს 5 პრეზენტაცია საქართველოში არსებულ პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური და ეკონომიკური საკითხების შესახებ. პრეზენტატორებმა ისაუბრეს არსებუი პრობლემების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, უმაღლესი განათლება და წამოადგინეს საკუთარი ხედვა მათ გადასაწყვეტად. შეხვედრის დასასრულს ,,ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ, მიმართა კონფერენიის მონაწილეებს და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელოვან როლს და დაპირდა მათ, რომ გამოსვლების დროს წამოჭრილი საკითხები ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმებად. კონფერენციაზე წამოიჭრა იდეა, რომ შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მოახდენენ აქტივობების კოორდინაციას 2010 წელს.
პროექტი განხორცილდა დემოკრატიისა და სოლიდარობითვის ევროპული ფორუმის მხარდაჭერით.
18 December 2009 მცირე ბიზნესის კომიტეტის სხდომა კატეგორია: პრესცენტრი
მცირე ბიზნესის კომიტეტის სხდომამცირე ბიზნესის კომიტეტის სხდომა

2009 წლის 17 დეკემბერს სასუმრო რედისონში გაიმართა ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ეგიდით შექმნილი მცირე ბიზნესის კომიტეტის სხდომა, რომელშიც ერთიანდებიან სოლიდარობა, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამა, საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა კახა კოხრეიძემ სხდომის დასაწყისში გააკეთა შესაბამისი განცხადება, კომიტეტის წევრებმა უპასუხეს მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს, ხოლო შემდგომ დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს 2010 წლის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტულ საკითხებზე. შეხვედრის პარტნიორები არიან ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ევრაზიის პარტნიორობის ფონდი. საქმიანობის მიზანია ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე კომპანიებს განვითარდნენ, ჩაებან წარმოების გლობალურ ქსელში, მოიზიდონ ინვესტიციები და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.
22 September 2009 მცირე ბიზნესის ფორუმი 18 სექტემბერი კატეგორია: პრესცენტრი
მცირე ბიზნესის ფორუმი 18 სექტემბერი

მცირე ბიზნეს გაფართოებული ფორუმის ორგანიზატორი გახლდათ სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობა. ფორუმში მონაწილეობას ღებულობდნენ: მცირე მეწარმეები, სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტნიორები, ასევე სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობის ხელმძღვანელმა კახა კოხრეიძემ ფორუმი გახსნილად გამოაცხადა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღისწესრიგი. ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა მათიას იობელიუსმა (პროექტის მხარდამჭერი) მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა და ისაუბრა SME განვითარებასა და ამ კუთხით თანამშრომლობის პოზიტიურ მხარეებზე. სხვა მომხსენებლებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორებზე და წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები და გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხებზე. კახა კოხრეიძემ შეაფასა უკანასკნელი 2 წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. მცირე ბიზნესის ფორუმის დეკლარირება მიჩნეულ იქნა როგორც ძლიერი პოლიტიკური სურვილის დემოსნტრაცია იმისათვის, რომ დაეხმარონ და გააძიერონ შესაბამისი პოლიტიკა საქართველოში.
7 September 2009 მცირე ბიზნესის ფორუმი 18 სექტემბერი კატეგორია: პრესცენტრი
მცირე ბიზნესის ფორუმი 18 სექტემბერი

სამოქალაქო მოძრაობა `სოლიდარობა” ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2008-2009 წლებში ახორციელებს პროექტს მცირე ბიზნესის პრობლემატიკაზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა (case study), არაერთი სამუშაო შეხვედრა, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე მეწარმეებთან, ექსპერტებთან, ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც ამერიკულ და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი `მცირე ბიზნესის შესახებ”. პროექტი საკანონმდებლო წინადადების სახით წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.

ამჯერად გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დაგეგმილია “მცირე ბიზნესის გაფართოებული ფორუმი”, სადაც მოწვეულნი არიან მცირე ბიზნესმენები, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმზე გამომსვლელები ისაუბრებენ ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საკითხებზე, არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.

10 August 2009 სოლიდარობის მიერ გამართული სემინარი სიღნაღში 6-9 აგვისტო კატეგორია: პრესცენტრი
სოლიდარობის მიერ გამართული სემინარი სიღნაღში 6-9 აგვისტო

სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობამ სიღნაღში, სასტუმრო ფიროსმანში, ჩაატარა სემინარი ახალგაზდებისათვის. თემები მოიცავდა სოციალურ საკითხებსა და დემოკრატიის განვითარებას, ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნას, სამოქალაქო კამპანიების ჩატარებას და ა.შ. სესიებს უძღვებოდნენ ოსკარ მიცკანი, ტრენერი ორგანიზაციულ განვითარებაში და კახა კოხრეიძე, სამოქალაქო მოძრაობის მენეჯერი. პარალელურად, სემინარზე მოწვეული იყო ორი სპიკერი: 1. ვაჟა მალაღურაძე _ პოლიტიკური ექსპერტი, ისაუბრა პოლიტიკური სისტემების, მემარცხენე პოლიტიკის, კონსტიტუციური მოწყობის შესახებ; 2. სოზარ სუბარი _ საქართველოს სახალხო დამცველი, ისაუბრა ადამიანის უფლებების, მათ შორის სოციალური უფლებების ისტორიული რეტროსპექტივისა და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
პროექტი განხორცილდა დემოკრატიისა და სოლიდარობითვის ევროპული ფორუმის მხარდაჭერით.
25 July 2009 “მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია კატეგორია: პრესცენტრი
“მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია

24 ივლისს სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობამ სასტუმრო ამბასადორში, გამართა მრგვალი მაგიდა საფინანსო ინსტიტუტების (კომერციული ბანკების, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების) მონაწილეობით მცირე ბიზნესის თემატიკაზე. კახა კოხრეიძემ გააკეთა “მცირე ბიზნესის შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელიც წარდგენილია საქართველოს პარლამენტში განსახილველად. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რა დროსაც მოსმენილი იყო მოსაზრებები საფინანსო ინტიტუტების მხრიდან ბიზნესის დაკრედიტებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. აღნიშნული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება შემდგომი მუშაობისას.
24 July 2009 პროექტის დასკვნითი კონფერენცია და ესეების კონკურსი კატეგორია: პრესცენტრი
პროექტის დასკვნითი კონფერენცია და ესეების კონკურსი

23 ივლისს სასტუმრო ამბასადორში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდულმა ალტერნატივამ,” და სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობამ გამართეს პროექტის: ‘‘სოციალური უფლებები სტუდენტებისთვის” დასკვნითი კონფერენცია, სადაც გამოვლენილი საუკეთესო ესეების ავტორებს გადაეცათ სერთიფიკატები და დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით. კონკურსი სტუდენტებს შორის ჩატარდა შემდეგ თემაზე: როგორ მესმის სოციალური უფლებები” კონკურსში მონაწილეობა 50-მდე სტუდენტმა მიიღო.პროექტი ხორციელდებოდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

10 გამარჯვებული ესე იხილეთ თანდართულ ფაილში
17 July 2009 დევნილი სტუდენტების მხარდამჭერი პრესკონფერენცია კატეგორია: პრესცენტრი
დევნილი სტუდენტების მხარდამჭერი პრესკონფერენცია

17 ივლისს სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობამ გამართა პრესკონფერენცია თემაზე: 2008 წლის
საქართველო-რუსეთის ომის შედეგად დაზარალებული სტუდენტების სწავლის გადასახადის შესახებ ორგანიზაციის მოთხოვნაზე საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფის თაობაზე.

კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს უწევთ ძალზედ რთულ პირობებში ცხოვრება, ისინი არ არიან სრულფასოვნად ჩართული სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, მათი უმეტესობა უმუშევარია.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, რომლებიც მოწყდნენ თავიანთ კუთხესა და სახლ-კარს და დღეს განიცდიან ადაპტაციას განსხვავებული გარემოებებისადმი, რთულია სრულფასოვნად იზრუნონ უმაღლეს სასწავლებლებში თავიანთი შვილების სწავლისთვის საჭირო თანხების მოპოვებაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში სახელმწიფო ვალდებულია გამოყოს შესაბამისი რესურსი ამ კატეგორიის სტუდენტების სწავლის სრული საფასურისა და სტიპენდიების დასაფინანსებლად.
22 May 2009 განცხადება გაეროს გენერალური მდივნის მიერ წარდგენილ მოხსენებაზე კატეგორია: პრესცენტრი
განცხადება გაეროს გენერალური მდივნის მიერ წარდგენილ მოხსენებაზე

სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობა შეშფოთებულია გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გენერალური მდივნის მიერ წარდგენილი მოხსენების გამო, სადაც ნაწილობრივ გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის პოზიცია და პირდაპირ თუ ირიბად კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში აღიარების საკითხი.


განცხადების ტექსტი იხილეთ თანდართულ ფაილში