ნავიგაცია  
 
   
გამოკითხვა  



 
   
კალენდარი  
«    September 2010    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
   
სტატისტიკა  
პარტნიორები  
 
   
     
 
Welcome!
სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია - მოძრაობა ,,ახალგაზრდული ალტერნატივა" მისამართი: ბარნოვის ქ.42გ 0108, თბილისი Youth Association for social Sciences Movement 'youth Alternative" Address: 42g Barnov st. 0108 Tbilisi, Georgia E-mail: info@alt.ge Tel:/Fax+ 995 32 25 19 76
 
27 July 2010 Background in English კატეგორია: ჩვენს შესახებ
Youth association for social sciences is non-governmental, non-commercial organization. Movement Youth alternative (YA) has been created by students of Tbilisi State University on September of 2004, on the basis of non-governmental organization ‘’Youth association for social sciences”.
20 January 2009 ორგანიზაციის შესახებ კატეგორია: ჩვენს შესახებ
ორგანიზაციის შესახებ:

“სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია” (სმაა) არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2004 წლის სექტემბერში ამავე წელს მის ბაზაზე დაფუძნდა მოძრაობა ,,ახალგაზრდული ალტერნატივა". ამ დროიდან მოყოლებული, ახალგაზრდული ალტერნატივა აქტიურად იყო ჩართული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვაში და სხვა სტუდენტურ პროგრამებსა და აქტივობებში.

ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ინფორმაცია მუდმივად ეგზავნებათ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს.
ორგანიზაციის მმართველი ორგანოა არჩევითი საბჭო.

ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

• ადამიანის უფლებების დაცვა, ძირითადად, სტუდენტების და ახალგაზრდების უფლებების დაცვა;
• ეთნიკური უმცირესობების პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი მოგვარების გზების ძიება;
• საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მონიტორინგი;
• საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
• განათლების სამინისტროს და სახელმწიფოს ახალგაზრდული პროგრამების მონიტორინგი;
• სტუდენტური თვითმმართველობების განვითარებისთვის ხელშეწყობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში;
• ახალაგზრდულ სფეროში და ადამინის უფლებების შესახებ სემინარების, ტრეინინგების, კონფერენციების ჩატარება;
• ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეგიონალური (კავკასიის ქვეყნების მასშტაბით) და საერთაშორისო პროექტების განხორციელება;
• ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება;


NGO კოალიციები
• ევროსაბჭოს ახალგაზრდული ქსელი
• ევროპული გლობალური ახალგაზრდული ქმედებების ქსელი
• ევროპის ახალგაზრდული ქსელი
• დამაარსებელი-წევრი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა “კოალიცია დემოკრატიისათვის”


პარტნიორები:

2004 წლიდან ,,სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია”_ს განხორციელებული აქვს 20-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა ორგანიზაციისა და დონორის დაფინანსებით; ადგილობრივ, რეგონულ და ევროპულ დონეზე.
ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში (,,საზოგადოების კველვის ცენტრი"; ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამინის უფლებებისთვის"; სტუდია ,,რეპორტიორი"; ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი"; ,,საქართველოს პროფკავშირების კონფედერაცია”; ,,სოლიდარობის ცენტრი”; ,,პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისთვის"; ,,ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირი”; ,,მრავალეროვანი საქართველო”; ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’’; ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი’’ და ა.შ), ასევე სამოქალაქო ორგანიზაიებთან კავკასიის, ბალტიისა და ევროპის ქვეყნებში.



პროექტები

,,დიალოგი წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადობას შორის"

2004 წლის თებერვალი – მაისი
პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა ყოველკვირეული შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და სტუდენტებს შორის. დასასრულს, ორგანიზაციამ გამოსცა შეხვედრების ამსახველი ბროშურა.
დონორი ორგანიზაცია: ფრიდრიხ ებერტის ფონდი


პოლიტიკურ მეცნიერებებში სახელმძღვანელოს თარგმნა და გამოცემა ქართულ ენაზე

2004 წლის იანვარი – ნოემბერი

პროექტის ფარგლებში ინგლისურიდან ქართულად ითარგმნა სახელმძღვანელო პოლიტიკური მეცნიერებების I და II კურსელებისთვის. (შტეფან ტანსეი ,,პოლიტოლოგიის საფუძვლები”), რომელიც 500 ეგზემპლარად დაიბეჭდა. წიგნები დაიგზავნა საქართველოს უნივერსოტეტებში და სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფლად მისი მიღება ბიბლიოთეკებში.
დონორი ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


სტუდენტების მეცნიერული ფორუმი

სექტემბერი 2005 – მაისი 2006

პროექტი მოიცავდა სექტემბრიდან მაისამდე ყოველკვირეული მრგვალი მაგიდების ჩატარებას სტუდენტებისთვის სხვადასხვა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. მომზადდა სტუდენტთა სადისკუსიო ონლაინ ფორუმი, რომელზეც განთავსდა ქართულენოვანი ონლაინ სასწავლო მასალები და სხვა სასარგებლო ბმულები. ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია, გამოიცა სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის პირველი ორი ნომერი.
პარტნიორი ორგანიზაცია: საზოგადოების კვლევის ცენტრი
დონორი ორგანიზაცია: IREX



,,სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში"

2005 წლის მარტი – სექტემბერი

პროექტის ფარგლებში გამოიცა ყოველთვიური სტუდენტური ბიულეტენი ორგანიზაცია ატარებდა შეხვედრებს იმ სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფებს შორის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ,.

დონორი ორგანიზაცია: Caucasus LINKS


საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონგრესი

2006 წლის ივლისი – სექტემბერი

2006 წლის 25 ივლისს თბილისში ჩატარდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300მდე ორგანიზაციამ. მათ განიხილეს ქართული საოგადოებრივი ცხოვრების მთავარი გამოწვევები და მესამე სექტორის მდგოამრეობა. ორგანიზატორმა – კოალიციამ “სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსთვის” – წარმოადგინა მის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. კონფერენციის შემდეგ გამოქვეყნდა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ბიულეტენი. მასში შეჯამებულია კოალიციის აქტივობები, კონგრესზე გამომსვლელთა პრეზენტაციები და ინფორმაცია მონაწილე ორგანიზაციათა შესახებ. სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია ჩართული იყო კონგრესის დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში, როგორც კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი,

დონორი ორგანიზაცია: Cordaid , (NL)



ახალგაზრდული პარლამენტი

2007 წლის თებერვალი – დეკემბერი

პროექტის ფარგლებში შერჩეულ იქნა სოციალური მეცნიერებებისა და იურიდიული ფაკულტეტების 42 სტუდენტი, რომლებიც ჩაერთვნენ ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში. ისინი დაიყვნენ 7 ფრაქციად, ესწრებოდნენ საპარლამენტო სესიებს, განიხილავდნენ კანონპროექტებს და წერდნენ დასკვნებს მათ შესახებ. მათ კონსულტაციები ჰქონდათ პარლამენტარებთან და არასამთავრობო ორგანიზაიათა წარმომადგენლებთან. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
პარტნიორი - საქართველოს პარლამენტი





,,ეთნიკური უმცირესობები ქართულ საინფორმაციო სივრცეში”

2007 წლის მარტი

პროექტი მიზნად ისახავდა კვლევის ჩატარებას ოთხ ქართულ წამყვან ტელეარხზე იმის გამოსავლენად, თუ რა ადგილი უკავია ეთნიკური უმცირესობების თემას ქართულ საინფორმაციო სივრცეში.

დონორი ორგანიზაცია: ფროდრიხ ებერტის ფონდი


ეთნიკური უმცირესობების პრობლემები სამხრეთ კავკასიაში

2007 წლის მარტი – სექტემბერი

საქართველოს ოთხ ქალაქში (თბილისი, ახალციხე, ბოლნისი და გორის რაიონის სოფელ ფხვენისში) ჩატარდა ორდღიანი მრგვალი მაგიდები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ახალაგზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის ჯგუფის წევრები – კოორდინატორი, ბიულეტენის რედაქტორი და პროექტის ექსპერტი. შეხვედრების მთავარი თემები იყო: ახალგაზრდობის პრობლემები რეგიონში, ეთნიკურ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები, ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ყოველი მრგვალი მაგიდის შემდეგ მზადდებოდა ელექტრონული ბიულეტენი, რომელიც მის თემას ასახავდა. პროექტის საბოლოო ეტაპზე თბილისში ჩატარდა ერთდღიანი ფორუმი, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე პრგანიზაციათა წარმომადგენლები დაესწრნენ.

დონორი ორგანიზაცია: ფრიდრიხ ებერტის ფონდი


არასამთავრობო ორგანიზაციების II კონგრესი

2007 წლის ოქტომბერი – ნოემბერი

კონგრესზე მონაწილე არასამთავრობო რგანიზაციებმა გადასინჯეს საკუთარი მიდგომები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და მის გავლენასთან დაკავშირებით. დისკუსიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარ პრობლემებს, მათ შორის ადამიანის უფლებების, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებსა და მედიის პრობლემებს. 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევის შეფასება გაკეთდა. კონგრესმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით შეიმუშავა განცხადება, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეგზავნათ. კონგრესს ესწრებოდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებიდან, სახალხო დამცველის ოფისიდან, საერთაშორისო ფონდებიდან და ორგანიზაციებიდან, მედია და რეგიონალური არასამთავრობო სექტორი.

დონორი ორგანიზაცია: ნიდერლანდების საელჩო
პარტნიორი: კოალიცია დემოკრატიისათვის




ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად კონტაქტების გაღრმავება ევროპაში
ოქტომბერი 2007 – მაისი 2008

2008 წლის 17-21 თებერვალს ბაკურიანში ჩატარდა 4 დღიანი სემინარი, რომლის მთავარი თემები იყო: ადამიანის უფლებებისა და მათი განვითარების მექანიზმების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ახალგაზრდების სოციალური ჩართულობის აქტორების გაგება და ანალიზი; “ყველა განსხვავებული – ყველა თანასწორის” კამპანიის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. სემიანარში მონაწილეობდნენ 10 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები. შეხვედრის შემდეგ დაიბეჭდა და გავრცელდა ბროშურა.
პროექტი მიზნად ისახავდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან ახალგაზრდების შეკრებას, რათა მათ გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება კონფლიქტების მოგვარების სფეროში.

დონორი ორგანიზაცია: ევროპის საბჭო, ევროპის ახალგაზრდული ფონდი



ქალები საკუთარი საარჩევნო ხმის დასაცავად

2008 წლის აპრილი – ივნისი

პროექტი მიზნად ისახავდა ცხინვალის რეგიონში (კონფლიქტურ ზონაში) მცხოვრები ქალებისათვის ტრენინგების ჩატარებას და მათ დამკვირვებლებად მომზადებას 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისათვის. 40 ახალგაზრდა ქალი დარეგისტრირდა სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაციის დამკვირვებლად.

დონორი ორგანიზაცია: საქართველოს ქალთა ფონდი
პარტნიორი: მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი”



ეთნიკური უმცირესობები ქართულ საზოგადოებაში

2008 წლის მარტი – ოქტობერი

პროექტის ფარგლებში ჩატარდა დისკუსიები ეთნიკური უმცირესობებისათვის ყველაზე მწვავე პრობლემებზე. 5 თვის განმავლობაში თბილისში მოეწყო 5 მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ ექსპერტები, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები შიდა ქართლიდან ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და თბილისიდან. თითოეულ მრგვალ მაგიდაზე ხდებოდა პრობლემის შესახებ 2 მოხსენების მოსმენა. მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც დაეგზავნათ შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს, სახალხო დამცველის ოფისს.

დონორი ორგანიზაცია: ფროდრიხ ებერტის ფონდი


სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში

2008 წლის აპრილი - ივნისი

შემუშავდა კამპანიის მთავარი გზავნილი. კამპანიის ახალგაზრდა აქტივისტებს ჩაუტარდათ რამდენიმე ტრეინინგი თუ როგორ მიეტანათ გზავნილი საზოგადოებამდე, გაევრცელებინათ მასალები. შემდეგ, 50-მა აქტივისტმა გაავრცელა წინასაარჩევნო მასალები საქართველოს 3 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და თელავში. დარიგდა ილუსტრირებული ლიფლეტები; პლაკატები გავრცელდა ერთ-ერთი პოპულარული გაზეთის საშუალებითაც (კვირის პალიტრა) თბილისში. რამდენიმე ქართული არხიდან რადიო-რეკლამები მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.

დონორი ორგანიზაცია: ევროპული ფორუმი, ვესტმისნტერის ფონდი დემოკრატიისათვის
პარტნიორი ორგანიოზაცია: სოლიდარობის ცენტრი


ახალგაზრდული ფორუმი

2008 წლის 15-17 თებერვალს ბაკურიანში ჩატარდა ახალგაზრდული ფორუმი, რომლის მონაწილეებმაც ისწავლეს SWAT ანალიზი, ცენტრალური მესიჯის განვითარება და კომუნიკაცია, მედიასთან ურთიერთობა – ინტერვიუ და პრესკონფერენციის ორგანიზება და ა.შ.
დონორი ორგანიზაცია: ევროპული ფორუმი დემოკრატიისა და სოლიდაროისათვის
პარტნიორი ორგანიზაცია: სოლიდარობის ცენტრი (პროექტის კოორდინატორი)


არასამთავრობო ორგანიზაციათა მესამე კონგრესი, 2 მაისი

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ,,კოალიცია დემოკრატიისათვის” 2008 წლის 2 მაისს თბილისში, სასტუმრო ,,შერატომნ მეტეხი პალასში” გამართა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა მესამე ეროვნული კონგრესი.
,,ახალგაზრდული ალტერნატივა” აქტიურად იყო ჩართული კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფის მუშაობაში.
კონგრესი ჩატარდა შვეიცარიისა და ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.


ახალგაზრდული პარლამენტი კონფლიქტის ზონაში

2008 წლის ივნისი - აგვისტო

პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდული პარლამენტის შექმნას ცხინვალის რეგიონში (კონფლიქტურ ზონაში). ახალგაზრდული პარლამენტის წევრები არიან კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 40 ახალგაზრდა.
პროექტის პირველ ეტაპზე ქობულეთში 19-26 ივლისს ჩატარდა ტრენინგი ახალგაზრდული პარლამენტის დელეგატებისთვის.
სამწუხაროდ აგვისტოში დაწყებული ომის გამო პროექტი შეწყდა.
დონორი ორგანიზაცია: ,,ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო”
პარტნიორი: მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” (პროექტის კოორდინატორი)


ევროპის მოხალისეთა სამსახური

2008 წლის სექტემბერი – 2009 წლის აპრილი

2008 წლის სექტემბრიდან სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია მასპინძლობს მოხალისეს რობერტ შუმანის ფონდიდან (პოლონეთი). პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდულ სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარებას.
დონორი ორგანიზაცია: ევროკომისია



სოციალური უფლებები სტუდენტებისთვის
2009 წლის თებერვალი _ ივლისი

პროექტის ძირითადი აქტივობა მოიცავდა მრგვალი მაგიდების ჩატარებას საქართველოს 4 წამყვან უნივერსიტეტში: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივრსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი. ამასთან, ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა სოციალური უფლებების შესახებ სტუდენტების ცოდნის დონის გამოსავლენად. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ესეების კონკურსიც.

დონორი ორგანიზაცია: ფრიდრიხ ებერტის ფონდი





ახალგაზრდა ემიგრანტები და დევნილები. ჩართულობის ღონისძიებები, როგორც კონფლიქტების პრევენციის საშუალება

ხანგრძლივობა: 2009 წლის აპრილი – ივლისი

საერთაშორისო სემინარში მონაწილეობას იჭებდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, სერბეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან და რუსეთის ფედერაციიდან. პროექტი მიზნად ისახავდა მიგრანტი და დევნილი ახალგაზრდების მთავარი პრობლემების წარმოჩენას და მათი მოგვარების გზების ძიებას; ევროპის ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის განვითარებას; წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას; ახალგაზრდების ჩართულობის ღონისძიებების მექანიზმების შემუშავებას. სემინარზე განხილული იქნა შემდეგი თემები: მიგრანტები კონფლიქტისშემდგომ სიტუაციაში; მიგრაციის პოლიტიკა ევროპაში; ახალგაზრდა დევნილებისა და მიგრანტების ჩართულობის მექანიზმები. მოაწილეებმა მოამზადეს ერთობლივი პროექტები.

დონორი ორგანიზაცია: ევროპის ახალგაზრდული ფონდი