სოციალურ მეცნიერებათა ახალგაზრდული ასოციაცია (მოძრაობა ,,ახალგაზრდული ალტერნატივა”), საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს “პროფკავშირების როლი ახალგაზრდებისთვის შრომითი გარემოს გაუმჯობესებაში”.
პროექტის ხანგრძლივობა: 2010 წლის 1 მაისი – 31 ოქტომბერი
ფოკუს ჯგუფი: სოციალურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და სხვა დაინტერესებული პირები/ორგანიზაციები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
1. 6 მრგვალი მაგიდის ჩატარება. თემების ჩამონათვალი, თარიღი და ადგილი, იხილეთ დაწვრილებით-ში
ყოველი მრგვალი მაგიდის ჩატარების შემდეგ, მომზადდება ელექტრონული ბიულეტენი, რომელიც გავრცელდება სოციალურ ქსელებში, პროექტის მონაწილეებსა და სხვადასხვა ორგანზიაციებს შორის. ასევე დაიდება ახალგაზრდული ალტერნატივისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ვებ გვერდებზე.
2. საზაფხულო ბანაკი წაღვერში - 2010 წლის 25 -29 აგვისტოს, პროექტში მონაწილე 25 აქტიური ახალგაზრდა დაესწრება 4 დღიან ბანაკს წაღვერში. ისინი სიღრმისეულად გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა პროფკავშირების მუშაობის სპეციფიკა, მშრომელთა უფლებების დაცვა სასამართლოში და ა.შ. ტრენინგის ერთი დღე დაეთმობა ესეების კონკურსთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას.
3. ესეების კონკურსი სტუდენტებსთვის – სექტემბრის თვეში, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის. 3 საუკეთესო ნაშრომის პრეზენტაცია მოხდება პროექტის დასკვნით კონფერენციაზე და დაიბეჭდება პროექტის შემაჯამებელ ბროშურაში. გამარჯვებულები ასევე სტაჟირებას გაივლიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში. შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.
4. შემაჯამებელი კონფერენცია – ჩატარდება ოქტომბერში, რომელზეც ახალგაზრდული ალტერნატივის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოებას წარუდგენენ განხორციელებული აქტივობების შედეგებს.
პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით